Tuesday, July 5, 2022

მარნეულში ადგილობრივი მრევლის და სტუმრების მონაწილეობით იფთრის ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 14 2022 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 14 აპრილს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხთა მრჩევლის და TIKA-ს თბილისის ოფისის მხარდაჭერით მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის წარმომადგენლობის ოფისში იფთრის ვახშამი გაიმართა.

 

 ღონისძიების მოდერატორმა ჰაჯი ჰაჯიევმა სტუმრებს მიესალმა და ღონისძიების გახსნისათვის წმ. წიგნ ყურანი ქერიმის წასაკითხად ცნობილ თეოლოგ და ყურანის ზეპირმცოდნეს ჰაფიზ ოსმან შაჰინს ტრიბუნა დაუთმო.

 

 ყურანის წაკითხვის შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც სტუმერებს მიესალმა, რამაზანის თვის მნიშვნელობაზე, მის სიკეთეებზე, მარხვის არსზე და სწავლებებზე ისაუბრა.

 

 შემდეგ სიტყვით გამოვიდა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, რომელმაც აღნიშნა რომ,  რამაზანი წყალობის და მოწყალების თვეა, რომლის განმავლობაშიც ადამიანებმა ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს ძვირფასი თვე გვასწავლის და მას შეეფერება.

 

 სასულიერო ლიდერების  შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, გარდაბნის და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიკ გულიევი, თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ისრაფილ ქიშლა, TIKA- ს შუა აზიის და კავკასიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი ალი ოზგუნ ოზთურქი და თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხთა მრჩეველი აჰმედ ერდემი.

 

 ღონისძიებაზე მუსლიმთა სამმართველოს რეგიონის და რაიონის ხელმძღვანელი სასულიერო პირები, იმამები, სასულიერო პირები, ადგილობრივი მრევლი, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქეთის და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 შეგახსენებთ რომ, იფთრის ღონისძიების პარალელურად ადგილობრივ მრევლის და სტუმრების მონაწილეობით გაიხსნა მუსლიმთა სამმართველოს ახლად გარემონტებული და კეთილმოწყობილი წარმომადგენელობის ოფისი.

Read 221 times Last modified on Last modified on აპრილი 15 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]