სასულიერო ლიდერებმა გაერთიანებულ არაბთა საამიროების ელჩს ქვეყნის მეთაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადეს
დღეს, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები საქართველოში გაერთიანებულ არაბთა საამიროების საელჩოს ეწვივნენ. აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, შეიხმა რამინ იგიდოვმა და დასავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელმა იაგო ბერიძემ, ემირატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მუნირაჰ ალმარზოუქის და საამიროების მოსახლეობას გაერთიანებულ არაბთა საამიროების სახელმწიფო მეთაურის შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადეს.
View the embedded image gallery online at:
http://www.amag.ge/index.php/news/item/551-2022-05-17-13-20-07#sigProId7e641e8e5c